понедельник, 25 ноября 2013 г.


* * * 
აპრილი მოსულა, მამა!
ჰაერში ჟრჟოლაა ფერთა...
ცა თითქოს რაღაცას მალავს,
გულიც სხვანაირად ფეთქვს...

მინდოდა მეთხოვა რაღაც...
მინდოდა რაღაცა მეთქვა
(ფიქრი იქაც გწვდება, მაღლაც...):
კიდევ დამესიზმრე, მამა!



* * * 
თუ მართლა გიყვარს, ბილიკ-ბილიკ გაჰყვებით ცხოვრების ხლართებს... თუ მართლა გიყვარს, კიბე-კიბე აუყვებით ოცნებებს... ვინ იცის, რამდენი საფეხური იქნება ჩატეხილი!.. მერე რა... თუ მართლა გიყვარს....
თუ მართლა გიყვარს, გინდა წახვალთ და გინდა დარჩებით ამ ,,წასვლაში’’, ამ გზაზე... თუ მართლა გიყვარს, გინდა, მთელი ცხოვრება გზად იქცეს და საფეხურებზე ხელი შეაშველოთ ერთმენეთს... თუ მართლა გიყვარს...
თუ მართლა გიყვარს, ზამთარს იების სურნელი დაჰკრავს და ყინვას - ალაკრული ყაყაჩოსფერი... თუ მართლა გიყვარს...
თუ მართლა გიყვარს, ეს გრნობა მარადიულია, როგორც ცხოვრების გზა-შარის ოღრო-ჩოღროები ერთგულებით გადანალახი...
...მაგრამ თუ მხოლოდ ფოტოშოფია? :) და მარადიული სიყვარული მხოლოდ მირაჟია? ვიფიქროთ კარგ დასასრულზე, როცა ვიწყებთ რაღაცას??? :)) სასაცილოა....
თუ მართლა გიყვარს, დასასრული არ არსებობს!!!




surati I- wvima
მინდოდა, წვიმაში წამები მეთვალა;
მინდოდა, წუთებით დამეწნა წკვარამი;
მინდოდა, წუხილი გულს შემოეთვალა,
მინდდა, გწყენოდა ის გულის ვარამი...
მინდოდა წვიმა და მინდოდა სიცივე,
მინდოდა ცახცახი შენს მკერქვეშ, ვითომდა...
მინდოდა, დამეწვა წარსულის გალია,
მინდოდა მინდობა...,მინდოდი... მინდოდა...

suraTi II
მერე უცებ ქუხილივით გაიელვა
შენმა ხმამ და
შენმა სახემ
და სურნელმა...
როგორც წვეთი უცაბედად დაილევა,
დამლია და გადამღალა იმ სურვილმა...
მერე უცებ წვიმასავით გადაიღო
შენმა ხმამ და,
იმ ელვამ და

იმ სურნელმა....


* * *
ჩემი გული თითქოს შენთან უბარია,
თითქოს ტკივილის ისევ გადაუბარია...
თუკი სულის კლიტე აღარ გაბარია,
თუ ეს შენთვის მაინც გაუგებარია,
მითხარი!

ყველაფერი ფუჭი ნაოცნებარია...
ყველაფერი წაკითხული ცნობარია...
და თუ რამე ისევ გაუგებარია,
თუ კი სულის სუთქვა შენ არ გაბარია,
მითხარი!

ეს თითების დამსხვრეული ნებანია,
როიალზე უკრავს კვლავ ნაცნობ არიას...
ეს ჰანგები თუკი გაუგებარია,
სულის რხევა, თუკი შენ არ გაბარია,
მითხარი!
ჩემი გული თითქოს შენთან უბარია,
რადგან ტკივილს ისევ გადაუბარია...
და თუ რამე კიდევ გაუგებარია,
თუ კი სულის სითბო შენ არ გაბარია,
მითხარი!


* * *
დაგმანულია სულის სარკმელი,
ყველა კარი და ყველა დარაბა...
თითქოს იესო უარჰყვეს ისევ,
და აარჩიეს ვიღაც ბარაბა...

დაგმანულია სულის სარკმელი,
ზაფხულის მზეც კი ვერ ათბობს ფიქრებს...
მაგრამ იმედი დნება თოვლივით,
უსასოობა კი ძალას იკრებს...

მაინც ვერ დასვა გულმა წერტილი,
მაგრამ ვერც დასვა ტკივილმა მძიმე...
და დარჩა ისევ მრავალწერტილი
უსასრულობის არსში მომზირე...

დაგმანულია სულის სარკმელი,
ყველა ნაპრალი და ჭუჭრუტანა.
მტკივა იმედი - ძაღლის ნაკბენი
და უსაშველოდ მიჭირს ატანა...



·         * * *
წიწილა შეგიყვარებს, თუ ხელის გულზე დაისვამ...
ძაღლი გიერთგულებს, თუ უპატრონებ...
მზე გიამბორებს, თუ გაუღიმებ...
ზღვა გიალერსებს, თუ გულს გაუხსნი...
ეკალნარი აყვავდებე, თუ შეიყვარებ...
...
ადამიანი???



·         * * *

მოდის გაზაფხული... გაზაფხულს მოაქვს მზე... მზეს მოაქვს სითბო და სინათლე... სითბოს მოაქვს ყვავილები... ყვავილებს მოჰყვება აღფრთოვანება... აღფრთოვანებას მოსდევს სიხარული და მონატრება და ოცნება... და ყველაფერს ერთად ჰქვია სიყვარული! და გაზაფხული . . . . . . .
შენ მოგყავს ჩემთან!

Комментариев нет:

Отправить комментарий