вторник, 10 мая 2011 г.

მადლობა ჯი.მარტს!



ჯი.მარტმა გამოაცხადა შემოქმედებითი კონკურსი _ უნდა დაგვესაბუთებინა, რატომ გვჭირდებოდა სარეცხი მანქანა :)
დავასაბუთე :) ლექსით :)
და მივიღე მთავარი პრიზი - სარეცხი მანქანა :)

დიდი მადლობა ჯი.მარტს!
რა საკვირველია, პრიზისათვის,
მაგრამ, პირველ რიგში, ობიექტურობისათვის და
იმისათვის, რომ აღმიდგინა დაკარგული რწმენა იმისა, რომ ობიექტურად რაღაც ხდება :)


აი ლექსიც:


* * *
ვისა აქვს ძალა და ვისა აქვს გაძლება,
სამი წლის მხეცუნა ტყუპებს რომ სჭირდება?
საღამოს ჭუჭყიან ტანსაცმელს რომ გახდის,
დედიკო ოცდება, იბნევა ირევა
და მერე დილამდე რეცხავს და იღლება।
ამიტომ სასწრაფოდ,
ამიტომ უთუოდ
დედიკოს სარეცხის მანქანა სჭირდება!