понедельник, 25 ноября 2013 г.

...ცოტაც და წელი მიიწურება..... შემოდგომა მიმძიმს, მახსნდება უკანასკნელი დღეები და ყველაფერს თითქოს ხელახლა და მეტადაც განვიცდი :( მიმძიმს ფოთოლცვენა და ახალი წელი- მამას დაბადების დღე :( აქამდე სურათების დანახვა მიმძიმდა, ახლაც, მაგრამ მარტო სიზმარი არ შველის მონატებას და..........




მამა....
გვენატრები.....ძალიან გვაკლიხარ..... მუდამ გვახსოვხარ, ყოველ წუთს და წამს და ეს სულ ასე იქნება... გულში გიყვები ამბებს, შორიდან გეფერები....
სიზმარში ახლოს ხარ, სულ აქ ხარ, ჩვენთან ... ცხადში კი შორს ხარ და გვტკივა.....
ჩემო ტკბილო მამიკო.... ჩემო კეთილო მამიკო....  შენი სიკეთე შენს შვილიშვილებს გამოაყოლე, რომ შენნაირი გული ჰქონდეთ და ალალ-მართლად იცხოვრონ....
ნათლელში გამყოფოს, უფალმა, მამააააა,.......

* * * 
აპრილი მოსულა, მამა!
ჰაერში ჟრჟოლაა ფერთა...
ცა თითქოს რაღაცას მალავს,
გულიც სხვანაირად ფეთქვს...

მინდოდა მეთხოვა რაღაც...
მინდოდა რაღაცა მეთქვა
(ფიქრი იქაც გწვდება, მაღლაც...):
კიდევ დამესიზმრე, მამა!



* * * 
თუ მართლა გიყვარს, ბილიკ-ბილიკ გაჰყვებით ცხოვრების ხლართებს... თუ მართლა გიყვარს, კიბე-კიბე აუყვებით ოცნებებს... ვინ იცის, რამდენი საფეხური იქნება ჩატეხილი!.. მერე რა... თუ მართლა გიყვარს....
თუ მართლა გიყვარს, გინდა წახვალთ და გინდა დარჩებით ამ ,,წასვლაში’’, ამ გზაზე... თუ მართლა გიყვარს, გინდა, მთელი ცხოვრება გზად იქცეს და საფეხურებზე ხელი შეაშველოთ ერთმენეთს... თუ მართლა გიყვარს...
თუ მართლა გიყვარს, ზამთარს იების სურნელი დაჰკრავს და ყინვას - ალაკრული ყაყაჩოსფერი... თუ მართლა გიყვარს...
თუ მართლა გიყვარს, ეს გრნობა მარადიულია, როგორც ცხოვრების გზა-შარის ოღრო-ჩოღროები ერთგულებით გადანალახი...
...მაგრამ თუ მხოლოდ ფოტოშოფია? :) და მარადიული სიყვარული მხოლოდ მირაჟია? ვიფიქროთ კარგ დასასრულზე, როცა ვიწყებთ რაღაცას??? :)) სასაცილოა....
თუ მართლა გიყვარს, დასასრული არ არსებობს!!!




surati I- wvima
მინდოდა, წვიმაში წამები მეთვალა;
მინდოდა, წუთებით დამეწნა წკვარამი;
მინდოდა, წუხილი გულს შემოეთვალა,
მინდდა, გწყენოდა ის გულის ვარამი...
მინდოდა წვიმა და მინდოდა სიცივე,
მინდოდა ცახცახი შენს მკერქვეშ, ვითომდა...
მინდოდა, დამეწვა წარსულის გალია,
მინდოდა მინდობა...,მინდოდი... მინდოდა...

suraTi II
მერე უცებ ქუხილივით გაიელვა
შენმა ხმამ და
შენმა სახემ
და სურნელმა...
როგორც წვეთი უცაბედად დაილევა,
დამლია და გადამღალა იმ სურვილმა...
მერე უცებ წვიმასავით გადაიღო
შენმა ხმამ და,
იმ ელვამ და

იმ სურნელმა....


* * *
ჩემი გული თითქოს შენთან უბარია,
თითქოს ტკივილის ისევ გადაუბარია...
თუკი სულის კლიტე აღარ გაბარია,
თუ ეს შენთვის მაინც გაუგებარია,
მითხარი!

ყველაფერი ფუჭი ნაოცნებარია...
ყველაფერი წაკითხული ცნობარია...
და თუ რამე ისევ გაუგებარია,
თუ კი სულის სუთქვა შენ არ გაბარია,
მითხარი!

ეს თითების დამსხვრეული ნებანია,
როიალზე უკრავს კვლავ ნაცნობ არიას...
ეს ჰანგები თუკი გაუგებარია,
სულის რხევა, თუკი შენ არ გაბარია,
მითხარი!
ჩემი გული თითქოს შენთან უბარია,
რადგან ტკივილს ისევ გადაუბარია...
და თუ რამე კიდევ გაუგებარია,
თუ კი სულის სითბო შენ არ გაბარია,
მითხარი!


* * *
დაგმანულია სულის სარკმელი,
ყველა კარი და ყველა დარაბა...
თითქოს იესო უარჰყვეს ისევ,
და აარჩიეს ვიღაც ბარაბა...

დაგმანულია სულის სარკმელი,
ზაფხულის მზეც კი ვერ ათბობს ფიქრებს...
მაგრამ იმედი დნება თოვლივით,
უსასოობა კი ძალას იკრებს...

მაინც ვერ დასვა გულმა წერტილი,
მაგრამ ვერც დასვა ტკივილმა მძიმე...
და დარჩა ისევ მრავალწერტილი
უსასრულობის არსში მომზირე...

დაგმანულია სულის სარკმელი,
ყველა ნაპრალი და ჭუჭრუტანა.
მტკივა იმედი - ძაღლის ნაკბენი
და უსაშველოდ მიჭირს ატანა...



·         * * *
წიწილა შეგიყვარებს, თუ ხელის გულზე დაისვამ...
ძაღლი გიერთგულებს, თუ უპატრონებ...
მზე გიამბორებს, თუ გაუღიმებ...
ზღვა გიალერსებს, თუ გულს გაუხსნი...
ეკალნარი აყვავდებე, თუ შეიყვარებ...
...
ადამიანი???



·         * * *

მოდის გაზაფხული... გაზაფხულს მოაქვს მზე... მზეს მოაქვს სითბო და სინათლე... სითბოს მოაქვს ყვავილები... ყვავილებს მოჰყვება აღფრთოვანება... აღფრთოვანებას მოსდევს სიხარული და მონატრება და ოცნება... და ყველაფერს ერთად ჰქვია სიყვარული! და გაზაფხული . . . . . . .
შენ მოგყავს ჩემთან!

და სხვა



3-აპრილს ყვავილები რომ მოვიტანეთ, ბავშვებმა ბებიებს მიართვეს... მერე მარიკომ თქვა- ბაბუსაც ვაჩუქოთო,- და ერთი თეთრიი ვარდი ჩავდეთ იმ პაწია ლარნაკში, რომელიც მამას სასახლის ტავათან ედგა (მაშინაც ყოველ დგღ თიო- თითო ახალ ვარდს ვდებდი მხოლოდ).... იმის მერე 8 მარტსაც ბევრი ყავილები გვქონდა.... ყველა დაჭკნა.... ის თერთი ვარდი კი იმ ლარნაკში ახლაც დევს... გუშინ შევნიშნე, რომ უვკე საკმაოდ დიდი დრო გავიდა- ზუსტად ორი კვირაა ასეა, მწვანე ფოთლები ლამის შეახმა და ყვავილი კი არის და არის.......... საოცარი გრძნობა დამეუფლა.....

(2013 წ. მარტი)






გულში
ბავშვებს ნიკოლოზობა მივულოცე დილას, ახალგაღვიძებულებს, იმ წუთის გახელილი ჰქონდათ თვალები... სუ,-მითხრა ნიკომ,- მოიცა... გულზე დაიდო თითი და თითქოს რაღაცას უსმენსო, ისეთი სახე მიიღო; წამიერად გაჩერდა და დაამატა: ბაბუმ მომილოცა გულში...

სანამ შეწყდება პულსი და მერეც,
ყოველთვის, გულში იქნები, მამა!
როცა გავყვები ბილიკებს დამრეცს,
შენ გამამხნევებ, უთუოდ! მაგრამ...
არ მეყოლები გვერდით არასდროს
და ტკივილები დაშანთავს სხეულს...
ეს ცეცხლი ფიქრმა სულს რომ გადასდოს,
არ ეწყინება იმედს დახეულს,
მოთმენის ჯვერზე უღვთოდ დაფლეთილს,
ნაღველში ნადუღს, ნაცარში ნარევს...
როს გაანათებს მზე დასავლეთის,
უფრორე აწვავს ძველ ნაიარევს...
მაგრამ ტკივილის არ მეშინია,
რადგან მასწავლე გაძელბა ამის...
ეს სიძლიერეც ჩემში შენია,
როგორც დღეშია ციმციმი ღამის.
როცა ზამთარი თავზე დამფერფლავს,
როცა ცხოვრება ნიაღვრით გამრეცხს,
როცა ჩავხედაც გადახსნილ საფლავს
და დავინახავ, ჩემ ბილიკს დამრეცს,
სანამ შეწყდება პულსი და მერეც,
ყოველთვის გულში იქნები, მამა!
შეუცლელია დღიდან ამიერ,
შეუცვლელია ეს გრძნობა მარად!...



* * *
დღეს მაინც გენახე
ამ ქარში, ამ თოვლში...
სიცივით გახმა ხე,
მეც მცივა გათოშილს...
გარდები გავლახე,
ოცნების ამბოხში
სევდაც გადავლახე
და ტკივილს აქოჩრილს
ხელიც კი ვერ ვახლე
შენს ხატთან დაჩოქილს...

დღეს მაინც გენახე,
აქ თოვლში, ამ ქარში...
დღეს სულის ვენახებს
სხლავს ყინვის დამქაში



* * *
შენთან ერთად გავუძლებდი ამ ქარს,
შენთან ერთად დავივლიდი ქუჩებს..
შენთან ერთად გავუძლებდი სევდას, სულს რომ ზამთრავს
და სახეზე ნაოჭებს რომ მოაქუჩებს.

შენთან ერთად შევხვდებოდი დილას,
შენთან ერთად გავათევდი ღამეს,
შენთან ერთად გავფანტავდი ტკივილს, გულს რომ ლილავს,
გავფანტავდი სიზმრებს, რომ ვერ დამიამეს...

შენთან ერთად უშენობის ღარებს
შევლესავდი ოცნებების კირით,
შენთან ერთად ვუწამლებდი ყველა ნაიარევს,
მოვრჩებოდი ამით თუნდაც განაწირი...

შენთან ერთად ავწვდებოდი ზეცას
შენს ფიქრებში მოქსოვილი კიბით...
მაგრამ ჩემს სულს უსახური ცივი სევდა ზეწრავს

უშენობით მინაკიბი, მონაკიბი.




* * * 
ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ცალ-ცალკე.  მამა ექსკურსიებზეც კი დაგვყვებოდა.  არ მახსოვს, სადმე წავსულიკავით მარტო. ბებოსთან ვრჩებოდით, მაგრამ არა დიდი ხნით .............. 
ახლაც მგონია, რომ სადაცააა დაბრუნდება .... სულ ველი თითქოს.........
ორი დღეა ვუყურებ ვიდეობს და ვათვალიერებ ფოტოებს, 100-ზე მეტი  DVD დისკი ვნახე.... მამა ყველგანააა, ყველგანააა ვიდეობშიც, მაგრამ არ ჩანს, იმიტომ, რომ სულ ბავშვებს დავდევდით და სულ ბავშვებს ვუღებდით... თვითონაც შე დაგვდევდა, ყველაფერს გვიღებდა, ყველაფერს აფიქსირებდა... არავის რომ არ ჰქონდა გადამღები, მშინ თხოულობდა  და ისე გვიღებდა, მერე კი, როგორც კი შესაძლებელი გახდა და საბჭოეთშიც შემოაღწია, მამა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იყიდა და რატომ? ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, ყველა ნათესავსა და ახლობელს უღებდა, გულით  აკეთებდა ამას... ჩემს ირგვლივ, საახლობლოს, სულ მამას წყალობით აქს შემორჩენილი ძვირფასი კადგები... და აი, ვუყურებ ვიდეოებს და მამა ყველაგან თთქმის კადრს მიღმააა :(  ხმა კი კველგან ისიმის...... და ვიძაბები და ვეძებ და მინდა გამოჩნდეს....... და რეალობაშიც ზუსტად ასეტივე შეგრძნება მაქვს.................


..... მარიკომ მითხრა დღეს:,,....დე... იცი, რა, ..... რა იქნებოდა, რომ ადამიანი ღმერთთან რომ წავა, მერე ცოტა ხანში, დრო რო გავა, ისევ მოდიოდეს ცოტა ხნიიიიიიით.....''

(12 იანვარი 2013წ)


* * * ბავშვები იძინებენ და იძინებს ხმაური, ხალისი და ბედნიერება და მრჩება ანცდა, რომ მოვა და მოვუყვები, რა მოხდა დღეს........ მაგრამ ეს ყოველდღიურად და არა ასეთ დროს..... არ მახსოვს დაბადების დღე მამას გარეშე, მიუხედავად მუდმივი დატვირთული რეჟიმისა, მამა მაინც ჩვენთან იყო მნიშვნელოვან მომეტებში...... ......მამა, შენ ხომ არც ერთი შვილის და შვილიშვილის არც ერთი დაბადების დღე არ გაგიცდენია? არც ბაღის ზეიმი, არც კონცერტი...... ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ორი დღეა ყველაფერი სესანიშნავადაა და ბაშვები ზლიაან ბედნიერები არიან, მთელი საღაღამო და მთელი ღამე მაქვს საშინელი სიცარიელი განცდა.... ვიცი, რომ არ მოხვალ, მამა......
იცი, რა თქვა ნიკოლოზმა ამ ორიოდე კვირის წინ? ჯერ მკითხა ჩემ დაბადების დღეზე სად უნდა წავიდეთო... მერე უცებ გაჩერდა და თქვა: ჩვენ დაბადების დღეს არ ვიხდით! და დაამატა: იმიტომ, რომ ბაბუ გარდაიცვალა!!!...
და აი, ბავშვებს ორდღიანი დაბადების დღე გადავუხადეთ, მაგრამ შენი ადგილს ვერაფერი ამოავსებს მამა და ეს არც მიცდია, პირიქით...... ჩვენ გვჯერა, რომ შენ მანდ გიხარია!!!!!
იცი, რა თქვა ნიკოლოზმა ამ ორიოდე კვირის წინ? ჯერ მკითხა ჩემ დაბადების დღეზე სად უნდა წავიდეთო... მერე უცებ გაჩერდა და თქვა: ჩვენ დაბადების დღეს არ ვიხდით! და დაამატა: იმიტომ, რომ ბაბუ გარდაიცვალა!!!...და აი, ბავშვებს ორდღიანი დაბადების დღე გადავუხადეთ, მაგრამ შენი ადგილს ვერაფერი ამოავსებს მამა და ეს არც მიცდია, პირიქით...... ჩვენ გვჯერა, რომ შენ მანდ გიხარია!!!!!





2012 წლის დეკემბერი

პარასკევი იყო... იმ დღეს სკოლაში არ წავსულვარ, მთელი დღე მამასთან ვიყვი (წინა საღამოს ძალიან ცუდად იყო და)......... ახალი ნაზიარები იყო, თავს უკეთ გრძნობდა... ვაძალებდი ჭამას და საწოლში გადაბრუნებას, ხან ვაცინებდი რაგაც სილულეებზე. თავი არა მაქვსო,- ამობობდა, მაგრამ კარგ გუნებაზე იყო... ხშირ-ხშირად მეკითხებოდა- სატურაცია რამდენიაო... ჟანგბადის ოდენობა თამშობდა, ხან მაღლა იწევდა, ხან - დაბლა... დაბალს არ ვეუბნებოდი, მაღალს თამამად ვახარებდი-ხოლმე... ერთხელაც შევხედე აპარატს და............ სატურაცია 100 -ეს წარმოუდგენელი იყო!.. ფოტოაპარატი ჩანთაში მედო (იმ დილას, 9-ის ნახევარზე ნიკო პირადაპი ეთერში იყო რადიოში, პეპეს დაბადების დღე მივულოცეთ და იქიდან წამოვედი მამასთან).. ვეცი ჩანთას, ამოვიღე აპარატი და სურათის გადაღება მვოასწარი.... და მამას ვაჩვენე.... გავმხიარულდით... სატურაციამ მალე დაიკო, სულ რაგაც წამები იყო 100-ზე , ამგრმა მაინც დიდი სტიმული იყო... იმ დღეს მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.... .... .... ...მეორე დღიდან ყოველწუთირად მძიმდედობა ..................................... ეს ფოტო გვიან ვიპოვე, ზალიან იმოქმედა... წაშლაც ვერ შევძელი და არც არავისთვის მიჩვენებია................................

დღეს მეორმოცე დღეა........
მამა დამაესიზმრა..............

ღმერთო, წმინდანთანა თანა განუსვენე!!!!
....




ხმით ნატირალი

შენ ხულ სხვა იყავი.
მამა!..
ვიცოდი და მაინც გავკვირდი -
რამხელა გამძლეობა გქონია,
მამა!..
როგორი მომთმენი ყოფილხარ,
როგორი ძლიერი და გაუტეხელი,
მამა!...
...უსასოობას ჩვენ ვერ მოვერიეთ,
შენ კი აჯობე, მამა...
შენთან რა უნდოდა გასაჭირს?!.
მხოლოდ გამოგცადა, მამა!..

...დღეიდან შენგან ავითვლი ტკივილებს...
დღეიდან შენგან ვისწავლი ვისლგრძელობას...
სიკეთეს დღეიდან შენით გავზომავ,
მამა!!!




წერილი მამას

შემოდგომა გასულა, მამა,
დღეს შევნიშნე...
ქალაქი სავსეა ყვითელი ფოთლებით...
ხეები ხეიბრებივით იქნევენ ხელ-ფეხს...
ფოთლები, ფოთლები, ფოთლები...
ქარი შფოთავს და მაშინებს;
ცივია და უცხო...
მეც ვშფოთავ...
შენ გძინავს მშვიდად...
არ გცივა, მამა?!
შემოდგომა გასულა, მამა,
მეც დღეს შევნიშნე...
ქალაქი სავსეა დამჭკნარი ფოთლებით...
ქარი ძრწის და
ძრწოლა მეც მიტანს...
ხმელი სიყვითლე მახსენებს სიკვდილს...
როგორ არ მინდა ეს ფიქრი, მამა...
შენ გძინავს....
შენი განსაცდელი მიჩუმდა,
ჩვენი გამოცდა დაიწყო, მამა...
ქალაქი სავსეა მომაკვდავი ფოთლებით...
                           5 დეკემბერი 2012



მალე

სულ მალე ნეტა ვის ვეტყვი ,,მამას’’
ან როგორ გავძლო, არ ამეტიროს?!.
ვინ გამიქარვებს ამ ვაგლახ-ვალალს?..
ვინ შეძლებს, ფიქრი გამიადვილოს?!.

ვინ ჩაიხედავს სიმწარის ჭაში?
ვინ ჩავარდება ჩემი გულისთვის?!
შენ, მამა!!!       
             მაგრამ დღეს შენს მაჯაში
ვხედავ, რაოდენ ტკივილს უვლია...

მამა, მასწავლე, როგორ გიშველო!!!
მასწავლე, როგორ ვუშველო ჩემს თავს!..
ან და ტკივილი როგორ ვიშვილო,
როცა გულსა და სულსაც კი კვეთავს?!.

ხვალიდან მხოლოდ მღვდელს ვეტყვი ,,მამას’’
და გულში მუდამ ამეტირება...
ვერ გადავიხდი შენს ამაგს, მამა!!!
და ლოცვა მოვა ცრემლზე ტივებად...
                             4 დეკემბერი 2012 (მამას გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე)



* * *
ყველაფერი კარგი იყო,
ყველაფერი სევდას მგვრის...
ყველაფერმ, ყველაფერმა გადაიღო,
მხოლოდ წვიმს,
ქარი ფოთლებს გვის...

უსასრულოდ გადაიდო
დასასრული ამ ამბის -
ყოფილა და არც ყოფილა, ზღაპარ იყო...
დრო კი რბის,
მორევივით დის...

ყველაფერი, რაც კი იყო,
დღეს რატომღაც სევდას მგვრის...
ყველაფერმა წვიმასავით გადაიღო,
მხოლოდ ცის სევდა სულში ცრის...


***
ვეღარ ვისვენებ, ისე გათოვდა,
არ მეკარება თვალებზე რული...
ნაცნობი თოვლი!... ერთ დროს მათბობდა!..
ბერნიერების ზღვარგადასული...
ისე გათოვდა, ვეღარ ვისვენებ,
ფიფქებში წარსულ სურათებს ვხედავ...
ლამპიონების კაშკაშა ენებს
მოჰყვება თოვლი ტნამაღალ ხიდან.
ისე გათოვდა, რაღაც წუთებში
დაფარა ეზო, ქუჩა, ბილიკი;
დაფარა ცაზე ის ვერცხლის თეფშიც
და მესმის მხოლოდ ყინვის ქილიკი...
დაგმანა მიწის ბზარი ყოველი,
დაგმანა სულის ყოველი ღრიჭო...
ვუსმენ სიჩუმეს... არვის მოველი...
სიჩუმე თოვლის თეთრ ეკლებს მირჭობს...
ისე გათოვდა, ვეღარ გავძელი -
დავადნე თოვლი ცხელ ყვავილებით
თვალებს რომ სცვივა... ღამეა გრძელი
და ყვევილნარში გავირინდები...
დავწნავ გვირგვინებს თოვლით და ცრემლით,
თეთრს ორქიდეებს დავწნავ ხიდებად.
შენ შეწუხდები ავდრით და დელგმით
და მონატრებაც აგიხიდება
და გამოჰყვები ამ ხიდებს ჩემკენ,
ჯერ გაუკვალავ გზებით მოივლი,
თუმც... სიყვარულის ფეხმარდი მეკვლე
ვეღარ მოაღწევ - დადნება თოვლი!..




***
ისე ცრის, აღარ ჩანს სივრცე,
მსურს თავი ოცნებებს მივცე...
აღაც ოცნებაა სანდო -
აპრილის თოვლივით მადნობს...
ცრის... შუქი იღვრება ციდან.
რაღაც უცნაურად მინდა,
ავუყვე ელვარე ძაფებს,
ზამთრის ობობა რომ აფენს;
ჩავუყვე აზრების წიაღს,
ცოდვის საგზალი რომ მიაქვს...
მიაქვს და ანარცხებს მიწას...
მეც გული აღარსით მიწევს...
ფიქრია ფიფქებისფერი,
ფიფქია არაფრისმთქმელი...
არაფერს არა აქვს ძალა,
უძალო ძვლებს ვეღარ ვმალავ...
ვეღარ ვაგვირისტებ სიტყვებს
და სევდაც ათაწილ მიტევს...
სიტყვებს გაუხედნავს ვტოვებ -
შიგ გულში მიბასრავს ტორებს...
სადღაა ოცნების ტევრი?!.
იყო და... მიწაა!.. მტვერი!..
მოქრიან თავპირისმტვრევით
ეჭვები - ოცნების მტრები...
ფიფქია ფიქრებიდარი,
ფიქრია ნაცრადნაქმნარი...
დაფრინავსფიფქების ფქვილში
ღამე და ოცნებებს მიშლის...
ისე ცრის, ჰაერსაც ტბორავს
და არვინ მიგზავნის ბორანს,
პირიქრით, მიგებენ მახეს...
დავწერ და... ამ ლექსაც დავხევ...