понедельник, 25 ноября 2013 г.

2012 წლის დეკემბერი

პარასკევი იყო... იმ დღეს სკოლაში არ წავსულვარ, მთელი დღე მამასთან ვიყვი (წინა საღამოს ძალიან ცუდად იყო და)......... ახალი ნაზიარები იყო, თავს უკეთ გრძნობდა... ვაძალებდი ჭამას და საწოლში გადაბრუნებას, ხან ვაცინებდი რაგაც სილულეებზე. თავი არა მაქვსო,- ამობობდა, მაგრამ კარგ გუნებაზე იყო... ხშირ-ხშირად მეკითხებოდა- სატურაცია რამდენიაო... ჟანგბადის ოდენობა თამშობდა, ხან მაღლა იწევდა, ხან - დაბლა... დაბალს არ ვეუბნებოდი, მაღალს თამამად ვახარებდი-ხოლმე... ერთხელაც შევხედე აპარატს და............ სატურაცია 100 -ეს წარმოუდგენელი იყო!.. ფოტოაპარატი ჩანთაში მედო (იმ დილას, 9-ის ნახევარზე ნიკო პირადაპი ეთერში იყო რადიოში, პეპეს დაბადების დღე მივულოცეთ და იქიდან წამოვედი მამასთან).. ვეცი ჩანთას, ამოვიღე აპარატი და სურათის გადაღება მვოასწარი.... და მამას ვაჩვენე.... გავმხიარულდით... სატურაციამ მალე დაიკო, სულ რაგაც წამები იყო 100-ზე , ამგრმა მაინც დიდი სტიმული იყო... იმ დღეს მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.... .... .... ...მეორე დღიდან ყოველწუთირად მძიმდედობა ..................................... ეს ფოტო გვიან ვიპოვე, ზალიან იმოქმედა... წაშლაც ვერ შევძელი და არც არავისთვის მიჩვენებია................................

დღეს მეორმოცე დღეა........
მამა დამაესიზმრა..............

ღმერთო, წმინდანთანა თანა განუსვენე!!!!
....




ხმით ნატირალი

შენ ხულ სხვა იყავი.
მამა!..
ვიცოდი და მაინც გავკვირდი -
რამხელა გამძლეობა გქონია,
მამა!..
როგორი მომთმენი ყოფილხარ,
როგორი ძლიერი და გაუტეხელი,
მამა!...
...უსასოობას ჩვენ ვერ მოვერიეთ,
შენ კი აჯობე, მამა...
შენთან რა უნდოდა გასაჭირს?!.
მხოლოდ გამოგცადა, მამა!..

...დღეიდან შენგან ავითვლი ტკივილებს...
დღეიდან შენგან ვისწავლი ვისლგრძელობას...
სიკეთეს დღეიდან შენით გავზომავ,
მამა!!!




წერილი მამას

შემოდგომა გასულა, მამა,
დღეს შევნიშნე...
ქალაქი სავსეა ყვითელი ფოთლებით...
ხეები ხეიბრებივით იქნევენ ხელ-ფეხს...
ფოთლები, ფოთლები, ფოთლები...
ქარი შფოთავს და მაშინებს;
ცივია და უცხო...
მეც ვშფოთავ...
შენ გძინავს მშვიდად...
არ გცივა, მამა?!
შემოდგომა გასულა, მამა,
მეც დღეს შევნიშნე...
ქალაქი სავსეა დამჭკნარი ფოთლებით...
ქარი ძრწის და
ძრწოლა მეც მიტანს...
ხმელი სიყვითლე მახსენებს სიკვდილს...
როგორ არ მინდა ეს ფიქრი, მამა...
შენ გძინავს....
შენი განსაცდელი მიჩუმდა,
ჩვენი გამოცდა დაიწყო, მამა...
ქალაქი სავსეა მომაკვდავი ფოთლებით...
                           5 დეკემბერი 2012



მალე

სულ მალე ნეტა ვის ვეტყვი ,,მამას’’
ან როგორ გავძლო, არ ამეტიროს?!.
ვინ გამიქარვებს ამ ვაგლახ-ვალალს?..
ვინ შეძლებს, ფიქრი გამიადვილოს?!.

ვინ ჩაიხედავს სიმწარის ჭაში?
ვინ ჩავარდება ჩემი გულისთვის?!
შენ, მამა!!!       
             მაგრამ დღეს შენს მაჯაში
ვხედავ, რაოდენ ტკივილს უვლია...

მამა, მასწავლე, როგორ გიშველო!!!
მასწავლე, როგორ ვუშველო ჩემს თავს!..
ან და ტკივილი როგორ ვიშვილო,
როცა გულსა და სულსაც კი კვეთავს?!.

ხვალიდან მხოლოდ მღვდელს ვეტყვი ,,მამას’’
და გულში მუდამ ამეტირება...
ვერ გადავიხდი შენს ამაგს, მამა!!!
და ლოცვა მოვა ცრემლზე ტივებად...
                             4 დეკემბერი 2012 (მამას გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე)



* * *
ყველაფერი კარგი იყო,
ყველაფერი სევდას მგვრის...
ყველაფერმ, ყველაფერმა გადაიღო,
მხოლოდ წვიმს,
ქარი ფოთლებს გვის...

უსასრულოდ გადაიდო
დასასრული ამ ამბის -
ყოფილა და არც ყოფილა, ზღაპარ იყო...
დრო კი რბის,
მორევივით დის...

ყველაფერი, რაც კი იყო,
დღეს რატომღაც სევდას მგვრის...
ყველაფერმა წვიმასავით გადაიღო,
მხოლოდ ცის სევდა სულში ცრის...


***
ვეღარ ვისვენებ, ისე გათოვდა,
არ მეკარება თვალებზე რული...
ნაცნობი თოვლი!... ერთ დროს მათბობდა!..
ბერნიერების ზღვარგადასული...
ისე გათოვდა, ვეღარ ვისვენებ,
ფიფქებში წარსულ სურათებს ვხედავ...
ლამპიონების კაშკაშა ენებს
მოჰყვება თოვლი ტნამაღალ ხიდან.
ისე გათოვდა, რაღაც წუთებში
დაფარა ეზო, ქუჩა, ბილიკი;
დაფარა ცაზე ის ვერცხლის თეფშიც
და მესმის მხოლოდ ყინვის ქილიკი...
დაგმანა მიწის ბზარი ყოველი,
დაგმანა სულის ყოველი ღრიჭო...
ვუსმენ სიჩუმეს... არვის მოველი...
სიჩუმე თოვლის თეთრ ეკლებს მირჭობს...
ისე გათოვდა, ვეღარ გავძელი -
დავადნე თოვლი ცხელ ყვავილებით
თვალებს რომ სცვივა... ღამეა გრძელი
და ყვევილნარში გავირინდები...
დავწნავ გვირგვინებს თოვლით და ცრემლით,
თეთრს ორქიდეებს დავწნავ ხიდებად.
შენ შეწუხდები ავდრით და დელგმით
და მონატრებაც აგიხიდება
და გამოჰყვები ამ ხიდებს ჩემკენ,
ჯერ გაუკვალავ გზებით მოივლი,
თუმც... სიყვარულის ფეხმარდი მეკვლე
ვეღარ მოაღწევ - დადნება თოვლი!..




***
ისე ცრის, აღარ ჩანს სივრცე,
მსურს თავი ოცნებებს მივცე...
აღაც ოცნებაა სანდო -
აპრილის თოვლივით მადნობს...
ცრის... შუქი იღვრება ციდან.
რაღაც უცნაურად მინდა,
ავუყვე ელვარე ძაფებს,
ზამთრის ობობა რომ აფენს;
ჩავუყვე აზრების წიაღს,
ცოდვის საგზალი რომ მიაქვს...
მიაქვს და ანარცხებს მიწას...
მეც გული აღარსით მიწევს...
ფიქრია ფიფქებისფერი,
ფიფქია არაფრისმთქმელი...
არაფერს არა აქვს ძალა,
უძალო ძვლებს ვეღარ ვმალავ...
ვეღარ ვაგვირისტებ სიტყვებს
და სევდაც ათაწილ მიტევს...
სიტყვებს გაუხედნავს ვტოვებ -
შიგ გულში მიბასრავს ტორებს...
სადღაა ოცნების ტევრი?!.
იყო და... მიწაა!.. მტვერი!..
მოქრიან თავპირისმტვრევით
ეჭვები - ოცნების მტრები...
ფიფქია ფიქრებიდარი,
ფიქრია ნაცრადნაქმნარი...
დაფრინავსფიფქების ფქვილში
ღამე და ოცნებებს მიშლის...
ისე ცრის, ჰაერსაც ტბორავს
და არვინ მიგზავნის ბორანს,
პირიქრით, მიგებენ მახეს...
დავწერ და... ამ ლექსაც დავხევ...





Комментариев нет:

Отправить комментарий