суббота, 9 ноября 2024 г.

გასართობად დაწერილი

 ყვავილი ,,ლარა ჰარმონია''

(კონკურსის -  ,,დაწერე ორიგინალური კომენტარი'' -  გამარჯვებული)


 ვუმზერ... რეალური 

თითქმის არ მგონია,

ისე გაფურჩნულა 

ლარა ჰარმონია!!!

ფერთა ხავერდები,

ტოტთა გაკვირტება,

ლარა ჰარმონია  

მუდამ მაკვირვებდა!

ჰოდა, უცაბედად,

ნატვრაც ამიხდება,

ლარა ჰარმონია,

იქნებ ჩემი ხდება?!




მეორე კონკურსი -,,პელარგონია ჩემი ფანჯრის რაფაზე'' 


ჩემი ფანჯრის რაფაზე

ყვავის პელარგონია.

სივარდისფრით ავსებულს

თავი მზე რომ ჰგონია...

მისი უბრალოება 

ალბათ მონაგონია.

ჩემი ფანჯრის რაფაზე

ყვავის პელარგონია!






კოლაგენის რეკლამა


,,კოლაგენი არის ცილა, პროტეინი უმთავრესი,

თავის მოვლა ვისაც უყვარს,

ნიუსი გვაქვს უმაგრესი'' - 


განგვიცხადეს ეკრანიდან, ინტერნეტით, რადიოთიც...

ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, თუ გაქვთ ,,დღიურ რაციონში''.


აძლევს ძალას და სიმკვრივეს 

ფრჩხილებს, მყესებს, თმას და კანსო,

ახალგაზრდულ იერს გმატებს,

ვერ შეგატყობენ ასაკსო.


შეგიმცირებთ ნაოჭებს და 

კბილებისაც კი გაგიმაგრებთ, 

თუ გსურთ, კუნთებს დაიყენებთ,

სიხლ- ძარღვებზეც არ იდარდებთ...


გინდათ იყოთ ჯანმრთელი და

მასთან გალამაზებული?

შეიძინეთ კოლაგენი,

თანაც ჰიდროლიზებული!!!





სასტუმრო ,,ემერალდი''


თუ გსურს, იგრძნო მყუდროება, 

შვება სიხარულისმბადი,

თუ გსურს, მართლა დაისვენო,

აირჩიე ,,ემერალდი''!!!



***

მრავალფერი ლანდშაფტი 

და ბუნების სიმშვიდე,

ცხადად უნდა შეიგრძო,

ლიკანს უნდა მიხვიდე!


მთების სუფთა ჰაერი,

ტყე, მდინარე და წყარო...

,,ემერალდი'' სულ სხვა,

არაფერზე გაცვალო!!!



კონკურსი - პელარგონია ჩემი ფანჯრის რაფაზე


ჩემი ფანჯრის რაფაზე

ყვავის პელარგონია.

სივარდისფრით ავსებულს

თავი მზე რომ ჰგონია...

მისი უბრალოება 

ალბათ მონაგონია.

ჩემი ფანჯრის რაფაზე

ყვავის პელარგონია!









,,ბიოსიოს'' რეკლამა


დამერწმუნეთ, მეგობრებო, 

თქვენზე ზრუნავს ,,ბიოსიო“!

შეიძინეთ, გეამებათ, 

ვით ზაფხული გრილი სიო.

ყველა ტიპის თმას უხდება,

ის ყველას თავს შეაყვარებს,

მიაკითხეთ PSP-ს და

ის გაგიღებთ გულის კარებს.

თავზე უნდა გაიჩეროთ

მხოლოდ 30 წამი!

თმა შეიშრე ბუნებრივად,

მერე სადაც გინდა წადი!!!

თაფლი, მდოგვი, ნივრის ზეთი, 

ალოე და ზღვის მარილი, 

ექსტრაქტები არნახული,

ბუნებრივი და ნამდვილი!

დაივიწყებთ თქვენ თმის ცვენას,

გიცავთ აბუსალათინი.

აჯანსაღებს თმის სტრუქტურას!

და ხელს უწყობს, გაიზარდოს,

მომხმარებელს ეხმარება

ვიზუალზე არ იდარდოს!

ნატურალურ საპონს ეძებ? 

აირჩიე, ფერი, სუნი!

ბიოსიოს კრემები ხომ 

ნეტარება არის სრული!!!

ვისია და სადაური,

ჯერ არ ვიცი, არ მსმენია,-

გაიფიქრებს ერთი- ორი,

ვინც აქ კითხვით გართულია.

მე კი გეტყᲕითთ სიამაყით- 

ეს პრდუქტი ქართულია!!!

გშველის, გიცავს, გსᲘამოვნებს-

კიდევ გავაგრძელო სია???

ამ ყველაფერს თავად ნახავთ,

შეიძინეთ ,,ბიოსიო“!!!!





Ანტირეკლამა


Ჭრელ ბაზარზე დამკვიდრება

ამ ჩვენს დროში რა რთულია, 

თანაც როცა უცხოა და, 

თანაც თუკი ქართულია!!!

მე ვიფიქრე, Ვაამებ და

თან გაართობ ერთ-ორ მოცლილს...

რა უფლებით უნდა აქო, 

სანამ თავად არ გამოცდი ?!!

და რამდენმა ჩემი პოსდა

დაგულა და ალაიქა...

Შეიძინა პროუქვია,

მერე დაადისლაიქა!

მწარედ შევცდი, არ ვიცნობდი,

არ გაბრიყვდე, Ჩემო კარგო,

გაცრუება Არ იგემო! 

Მთელს სხეულში დმიტოვა

საშინელი სუნის გემო...

გავაფრთხოლებ თემურს, ირას, 

აქეთ ქეთის, იქით  გიას,

Თუ მშვიდობით გათენდა და

გადავურჩი ალერგიას,

Და ვაიდა, იმოქმედა, 

Დამაყარა, დამასია,

Შევასრულებ საბოლოოდ 

Ამ უცნაურ, მკაცრ მისიას -

Დაგიტოვებთ უცილობლად

საშიშ პრიდუქვიის სიას.

Ნუ შეიძენთ მაშინაც კი

კორონას რომ მიუქსიონ ! 

Ნუ შეიძენთ, მთელი ქვეყნის

ხალხი ზედ რომ დაესიოს !!!

ნუ ენდობით რეკლამას და,

Ნუ მოგხიბლავთ ყალბისიო,

მსპატიეთ, და არასდროს 

Არ იყოდოთ  ,,ბიო - - -““




вторник, 30 мая 2023 г.

 პანდემიური


დარაბებს მიღმა გაზაფხულია,

აზაფხულს მიღმა - სიჩუმის სევდა,

და შავი შიშის არშიით ქარგავს მოლოდინები

ქუჩებს, ეზოებს, სახლებს, გალავნებს...

გალავნებიც ვეღარ აკავებს

ვერც ჯებირები

ბარიერები არ არსებობს უხილავ მტრისთვის...

დარაბებს მიღმა გაზაფხულია

ნაირფერადი მოლოდინებით შენიღბული

 და უცნაური.

ნიღბებს მიღმა - სახეების გაურკვევლობა,

დაღმეჭილღიმილნარევი 

გვიმზერს,

აღლილი მზერით...

ასვენებული დედამიწა 

არაბებს კეტავს, კედლებში გვამწყვდევს გადარბენებით დაღლილ,

უდროობით დაღლილ,

ვერმოსწრებით დაღლილ და....

ოლოს უკვე დასვენებით დაღლილ,

კივილებით დაღლილ,

ოლოდინით დაღლილ ადამიანებს....

დაღლილობისგან ვერ იძინებს სივრცის 

სიცარიელე

ოფერფლილი შავი შაშვებით,

შაშვებივით ფრთხიალა შფოთვებით,

ფოთვებივით მოჭახჭახე ვარსკვლავებით,

ომლებიც უკვე აღარავის ჰგონია მარადიული...

მაინც, როგორ მსუბუქად სუნთქავს

ითქოს მიზეზი იცის ყოველის

და გაზაფხული ასეც ახარებს

შავი წვიმისდა მიუხედავად...

არაბებს მიღმა გახაფხულია

და გახაფხულის მიღმა გვახედებს,

ზეცის თვალებში,

გონმიუწვდომ სამომავლოში,

სამშვინველი

ჩურჩულით გვავსებს

გვაბედვინებს მაინც 

მედებს

ხოვნებს,

ლოცვას ნოტიოს...

გაზაფხულია ჩვეულევრივ ჩარჩოებს მიღმა,

მიღმა კი არა, ჩარჩოდარღვეით, წრეგადასული გაზაფხულია...

დაგმანულია სახლი, კარი, ეზო, სარკმელი...

არაბებს მიღმა 

მაინც

ისევ

ლაღად,

მსუბუქად

სუნთქავს იმედი...

 

 

 

გალაკტიონი მოვიდა

 

გალაკტიონი მოვიდა

თოვლად,

ებად,

ისფერებად...

გალაკტიონი მოვიდა ფიფქფიქრებად, ცახცახებად,ჟრჟოლებად...

ალაკტიონი მოვიდა სულის ფრთებად,

იღრმეების ქლიავისფერ სილურჯეებად...

ვარდისფერობის იმედით დატვირთული და გენიის ტვირთით მხრებშიოდნავმოხრილი....

ლივით ალანძული, ნისლის ნამქერებად გარდაქმნილი...

ონჩხიან ტყეებს გამომცდარი უუღრანესი, უეკლესი ბილიკებით მოვიდა

მაგრამ მაინც მოვიდა, ამაყად მოვიდა

მსუბუქ დაფნის სურნელით სავსე,

სურნელით, რომ იცოდა რომ მოვიდოდა!!!

მარადისობად!

17.03.2020

 

 

 

ვირუსო, შენ ხარ ულამაზესი! გაქვს გასაოცარი ფერები და დიდი შესაძლებლობები! მეტი რაღა გინდა

შეხედე, რამხელაა სამყარო! უკიდეგანო, თვალშეუდგამი... შენ ბერგან შეგიძლია იცოცხლო, ხომ ასეა

ჩვენ ეს ციცქნა პლანეტა გვარგუნა უფალმა და ჩვენი სისულელით ისიც დავაზიანეთ და საკუთარი თავიც... 

დაგვითმე ჩვენი ერთადეთი სამყოფელი! ძალის დემონსტრირების გარეშეც ენითაუწერელი მრავალფერვნება გაქვსწახვალ, სადმე დასახლდები და ამით არაფერი დაგაკლდება... თუნდაც რომელიმე ჭკუაგამოხრული თუ გულგამოფიტული ვირუსინჟინრების შექნილი იყო, ნუ იქცევი მათ ხელში იარაღად! წადი ამ ჩვენთვის ჯერკიდევგონმიწვდომ სამყაროში და დაე გზაზე სულ ვარსკვლავთმტვერი გეფინოს! შენ შეგიძლია გალაქტიკების დათვალიერება...

არ გეგონოს, რომ დაგივიწყებთ! ისტორიაში უკვე წერიხარ და წელს უფრო მძაფრად ჩაიწერები

არ დაგივიწყებთ, გვემახსოვრები და შენს ძალასა და შესაძლებლობებზე, შენს შემგუებლობასა და ბრძოლისუნარიანობაზე ბევრს ვისაუბრებთ... ხელოვანი ადამიანების მუზად უკვე იქეცი - რამდენი ლექსი, მოთხრობა, სიმღერა და პოსტი მოგიძღვნეს... მხატვრებისთვის კი ფერთაშეხავების მასწავლებლად დარჩები! შენ იმდენი რამე გვასწავლე უკვე... შენ იმდენ რამეზე დაგვაფიქრე, ადამიანობა შეგვახსენე, ერთად ყოფნა გვასწავლე, მადლიერება დაგვიბრუნე და რაც მთავარია, რწენა გაგვიღვივე მოუცლელ ადამიანებს... ამ ყველაფერს ჩავუღრმავდებით და ტკივილით, მაგრამ სიყვარულით მასწავლებელსაც გიწოდებთ ოდესმე... შენგან კიდევ ბევრი რამის სწავლა შეიძლება... დაგვიტოვე საფიქრალი, დაგვტოვე ჩვენი ტკივილების მოსანელებლად და წადი! გზა მშვიდობისა, ვირუსო!

 

P.S. ძველად ინფექციურ დაავადებებს ბატონებს უწოდებდნენ... უმღეროდნენ, იას მიართმევდნენ... ძველად ხალხი ბრძენი იყო - მათ ქვეცნობიერად ,,ესმოდათ“, რომ ყველაფერს სიყვარულით უნდა მოექცე და არა აგრესიით...

 

 

 

 ***

მახსოვს თბილისის მარტი, გადაფეთქილი ნუში,

ხლა მთაში ვარ, გული იებს გაუხსნეს, ქუში...

ახსოვს სიგიჟე მზის და თან იანვრული თოვლი,

ლუბლის პეპლებს ჟრჟოლა ბზარავდა, მზისგან მოვლილს...

მახსოვს... დაირღვა თითქოს მარტის სიგიჟის ხანა

და აფეთქებულ ტყემლებს ღა აშინებთ, განა?!

რაღაც უცნობი შიშით გარინდულია მიწა.

ინდა ვიყვირო, გწამდეთ, რომ უხილავი გვიცავს!!!

მინდა შევთხოვო, რწმენა გააათასოს გულში,

როგორც თევზი და პური,

ოგორც ოდესღაც - გუშინ...

...მახსოვს თბილის მარტი.. აქ კი თოვლი და ყინვა

აფათურეფს სულში ხელს, სადაც იმედს სძინავს

17.03.2020

 

 

 

 

 

***

ვარი გვარია და

სახელი სახელია

ალიან ძველია

ის, რაც ახალია,

მრავალგვარია და

როში ნახალია....

ვარიც სახელია....

მაგრამ აღარ ჰქვია 

ას, რაც ახლა ხდება

მარტივი სახელი..

იტყვებით თამაში

ძალიან მახელებს,

სულსწრაფობს ფიქრი და

სძულს თმენა ამხელა,

მიტომ პროტესტის

ალავნებს ამხედრებს,

ქნებ ვინმემ შეძლოს

თვალების ახელა...

აგრამ საღი თვალი,

ოგორც გვარ-სახელი,

ირის უარსობის-

ოდვაგანამხელი.

ირის და სველდება

ორივე სახელო

აგრამ უნდა ითქვას

ვენდაასახელოდ

გურულებს, იმერლებს, ქართლელებს, კახელებს,

აერთოდ, ქართველებს,

ხვა რამე გვახელებს-

არ გვიყვარს, როდესაც 

რამეში გვამხელენ.

აითუ დაკნინდეს

წარსული, სახელი..

ვგონია, ეს ყულფი

უბრალოდ მახეა,

აიდა, დაგვცინონ

აიდა, გვაჯობონ..

ვაიდა  წყალს მისცენ

ამდენი ნაჯაფი,

აიდავიმტყუნოს

უცებ თვალის ჩინმა,

ან იქნებ ძმობილმა

ალესოს ნაჯახი...

და მჯობნის მჯობნობენ

ლიქნით და 

 

ღარ ვლაპარაკობ 

უკვე სიღრმეზე და

ღარ ვლაპარაკობ 

უკვე სიგანეზე,

რომელი ვარსკვლავი, რომელი  მთვარე და

იცრუე გვიპყრობს და გვაბრმავებს, განა მზე..

 

 

 

***

ამოწმენდილზე გამოსხლტა ელვა.

ცამოწმენდილზე გავარდა მეხი,

ამოწმენდილზე გამიავდარდა,

ცამოწმენდილს ავყევი ფეხით

ეცის კიბეებს,

ზეცის სანახებს,

ღრუბლის წახნაგებს

ედაარსისგან

უღვთოდ განკვეთილს..

 

 

 

 

 

 

***

მოვიდა წვიმა

მოკაწრა სიმაღლე,

მოღარა სივრცე,

მოჭიმა

კლდეთა  ურჩი ძარღვები,

აავსო ღრანტე, ხეობა ორღობე

და გულის პარკუჭებიც 

აივსო ზეცის სველი ძახილით

განბანოს მიწა

განბანოს ხორცი,

დაალბოს ძვალი,

წარხოცოს ცოდვა წვეთზე მრავალი

და წარცხოს მადლი.....

ჩამოღარული მთების პროფილი

დუმს და სფინქსივით

იცავს ველობს ქარტეხილისგან...

იცავს კანონს 

და იცავს ბალანსს,

რასაც ვერ იცავს კაცი...

და რას არ ფიქრობს.. 

და რას არ ამბობს...

რას არ იტევს

რჩი წვიმისგან

ჩამოღარული მთების პროფილი...

 

 

 

 

***

ორი დღის წინ თუ 

ორი დღის უკან..

ორი დღის შემდეგ,

ორი დღის მიღმა...

და ალბათ ,,უკან"

არც კი არსებობს

თუ პირისპირ ხარ 

ორი დღის მიმართ...

წინ, წარსულისკენ

და აწმყო უკან

რჩება მარადის

წამ-წუთის თვლაში,

ვინ შეაჩერებს?!.

რისთვის?

როგორ? და

ით გაიხედნოს

დღებრუნვის რაში?!

ავს რით იმშვიდებ?

ყუილს ვის აკმევ?

მედობ რისად

ვის-გან, ...-თვის, ...-კენ?!

ორი დღის წინათ

და ცხრა მთის უკან

ილიკ-ჭიუხი,

თუ შარა-შუკა

არარა იყო

რაც კი იყო რა..

ხოვრების ეტლი 

აინც მიგორავს ....

დღეს აღარავინ 

არ ზომავს შედეგს,

რც ეფიქრებათ,

ხდება შემდეგ

 

 

 

 

 

 

იქნებ

 

ამოვიქოლეთ თვალები, ტვინი...

ამოვიქოლეთ ყურები ტინით...

ამოვიქოლეთ 

სმენა და ხედვა,

ამოვიქოლეთ სარკმელი ზეცის...

ამოვიქოლეთ ცხვირი და პირი,

ფილტვების გზებიც მშვიდად დავგმანეთ....

ყველა ჭიუხი, ყველა ბილიკი საგულდაგულოდ ამოვიქოლეთ...

ჩავაკარკასეთ ნაპრალიც სივრცის,

ჩავაცემენტეთ, ჩავაბეტონეთ

და უბატონოთ ხმას ვინღა გაგვცემს?!

....

ასი წლის მერე იქნებ ვიღაცამ 

გამყინვარებაგამოვლილ გულებს

მიაგნოს უცებ და გამოადნოს...

და იქნებ გულმა ისევ იგულოს..     

 

 

 

 

 

***

ის თუ იქ ბედნიერია,

მე აქ რად უნდა მწყინდეს?

თუკი გაუძლო სულსა და

ხორცში მოვარდნილ ყინვებს?!

ის თუ იქ ბედნიერია

მტკიოდეს უნდა, რატომ?!

სხვისი ზამთარი ზაფხულობს,

ჩემი ზაფხული მარტობს...

თუკი გადარჩა ვიღაცის 

სიყვარულ-კიდობანი,

და ნოეც იშვა ხელახლა(ანაზდად)-

სული ყვავილოვანი....

მე რატომ უნდა მეტკინოს, მე რატომ უნდა მწყინდეს,

სადღაც ვიღაცის ცხოვრება

მზესავით რომ გაბრწყინდეს?!.

არც არაფერი მწყენია,

არც არაფერი მინდა...

უბრალოდ, მსურდა, გამეგო,

რაც სხვას ეგონა მწყინდა,

მინდოდა მისთვის მექსოვა

ფერადფერადი წინდა...

და რა მინდოდა, ვინ იცის

(ვის ახსოვს ფიქრის ფეთქვა),

რა მწყინდა ან რა მტკიოდა,

ან რა მინდოდა მეთქვა....

...

მე საიდუმლო მეტკინა -

ბედნიერების მალვა,

თუმცა წყენა და ტკივილი

აღარ ადარდებს მავანს...

 

ის თუ იქ ბედნიერია,

მე რატომ უნდა მწინდეს?

ჩემს ნაცვლად ვინმე აჩუქებს სითბოთი ნაქარგ წინდებს.

 

 

 

***

 

დრო აჩქარდა, სივრცე დავიწროდა..

თითქოს უსასრულოდ ვკვეთთ ნულოვან მერიდიანს და

დღეებს ვკარგავთ....

ცხოვრება გადის ძილსა და სიჩქარეში და ვერც ერთში ვერ ვასწრებთ ვერაფრს..

(გამოძინება უნდა მოასწრო

გმოღვიძება უნდა მოასწრო)

ძილშიც სიჩქარეა მთავარი სტატუსი...

სტატუსებს სიჩქარის 

გამო ვწერთ- გვგონია

ვიღაცას რაღაცა თუ ყველას ყველაფერი ერთ წუთში ვუთხარით...

და გვრჩება ერთ წუთში ნათქვამი უთქმელი სათქმელის წლობითი მარაგი...

დრო მიდის 

და ჩვენ კი მშვიდად ვირინდებით

ბეტონის ხილვებში,

უდროოდ, უსივრცოდ,

უფიქროდ, უსიღრმოდ, უგანცდოდ, უგრძნობოდ უფანჯრო კედლებში,

კედლებივით ვშეშდებით და აუცილებლობით ვხდებით ერთმანეთს კუთხეებში,

ვართმევთ ხელს

ვუცვლით ღიმილს და ცრიელ სიტყვებს,

სიტყვებს, რომლებსაც დეკარგათ გამარჯვების სურვილი და ენერგეტიკა..

... ხელს ვართმევთ აივნებს (და არა მეზობლებს);

დროს ვართმეთ ოცნებებს, სიზმრებს და სურვილებს;

და სადღაც ხრიოკში ფართხალებს წყურილი ლაყუჩახეული...

სადღაც მდუმარება 

სუროჩახვეული 

ფიქრისკენ გვიხმობს და უჩუმრად გვეძახის...

გავრბივართ, ინსტინქტის კარნახით გავრბივართ

მაგრამ ვერ ვშორდენით ქალაქის კარკასებს

და კარკასებივით გეგმებს 

და გეგმებივით რუტინებს...

..

 დრო გაქანდა, სივრცე გაიყოლა,

ახლა უსასრულო

პიკის საათია....

 

 

 

 

 

 

 

***

შენ რომ ქვას წყალი გაადინე...

და ყვავს კაკალი გააგდებინე...

შენ რომ 

სხვისი მოგროვილი ქერის ორმოში ჩავარდი...

შენ რომ ქურქი გააძრე მელას,

შენ რომ ტყავი გააძრე რწყილს,

შენ რომ ხორცი გააძრე გაძვალტყავებულთ 

და ვერც შენიშნე, წელებზე ფეხებს როგორ იდგამდნენ...

შენ რომ ძვალი გააძრე უძვლო დროებას...

შენ რომ სული გააძრე ადამის მონაგარს...

,,იყავნ შენ სრული"" გაგახსენდა და  სრულყავ განცხრომა;

,,გახსოვდეს სიკვდილი" გაგახსენდა და ადგილი მოზომე და ძეგლი აღიმართე;

,,ძმა ძმისთვისაო,, გაგახსენდა და

მოძმეს შავი დღე გაუთენე...

,,ითხოვე და მოგეცემა გაგახსენდა და რა არ მოითხოვე...

,,ქვაზე დადე" გაგახსენდა და მარტო იქ დადე, საიდანაც მეტს მოელოდი...

რა გაგახსენდა და რა არ გაგახსენებია..

 

ალექსანდრე მაკედონელი არ გაგახსენდა???

ითხოვა, ხელებგაშლილი დამკრძალეთო...

ნეტა რატომ?!

 

 

***

ვაითუ... იქნებ...

ჩემი ბრალია...

ასე რომ.. ალბათ...

მერე რომ...

რა ვქნა?

შიშინებს გული შიშის შეშაზე,

ჭორჭმანობენ ეჭვის მუგუზლები...

ქანცგაწყვეტილი წრიალებს, ძრწის და

საშველს არ გაძლევს ოხერი ფიქრი...

ცარიელდება მუცელში სივრცე და იწურება სარეცხივით მთელი გულ- მუცელი...

ო, ღმერთო, არა!

ო, ღმერთო, მიხსენ!

ჰამაკი ქანაობს გულის მაგივრად...

მუცელშიც ტრიალებს ფიქრის ქარი პირცივი...

ო, ღმერთო მიხსენ...

შენ გაფანტე შიშის ღრუბელი,

ეჭვის ღრუბელი...

 

 

... 

აჭრელდა მარტი ათასგვარ კატით,

უეცრად გასკდა მარტიᲡ ღირკილო

მიმოᲒᲐიბნა შავ-შᲐᲕᲘ ᲙᲐᲠᲢᲘ....

ᲛᲓᲔᲚᲝᲔᲑᲘ ᲠᲝᲛ ᲛᲝᲐᲦᲘᲦᲘᲚᲝᲡ,

უნდა აჯობოს კარტებს დათარსულს,

Უნდა დაძლიოს შიშის ბურანი,

უნდა აპკუროს აიაზმა სულს,

მაგრამ ეჭვების წიწიურანი

ფეხისგულებში ესუსხებიან,

Აღარ აძლევენ ნაჩვევ სილაღეს....

კიდევ ვინ იბრძვის? -ეს ხეებია!

ბაღების გული მაინც შეაღეს,

მაინც ითოვეს და იელვარეს,

Მაინც უკმიეს კაცსა და ზეცას,

Მაინც აფრქვიეს გრძნობა მღელვარე,

და გვაიძულეს, იმედი გვეცვას..

უეცრად გასკდა მარტის კვირტები

და ნაპრალებში აპრილი მოდგა!

და თუკი კარგად დააკვირდთები,

Კვლავ გაოცდები,

Ადამის მოდგმავ!